თავში

ილჰამ ალიევმა სერგეი ლავროვს უმასპინძლა

ილჰამ ალიევმა სერგეი ლავროვს უმასპინძლა
ილჰამ ალიევმა სერგეი ლავროვს უმასპინძლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ბაქოში უმასპინძლა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

"მოხარული ვარ, რომ ბაქოში თქვენი ბოლო ვიზიტიდან ექვსი თვის შემდეგ, შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა სახეზეა.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, რეგულარულად ვაწარმოებთ კონტაქტს  ვლადიმერ პუტინთან. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ორმხრივი დღის წესრიგის, ასევე ჩვენს რეგიონში პოსტ-კონფლიქტის განვითარებასთან დაკავშირებული სიტუაციის ფარგლებში.

სამხედრო თვალსაზრისით ვითარება შეიძლება, უკვე ნორმალიზებულად მივიჩნიოთ, თუმცა პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და მომავალი ურთიერთქმედების სხვა ასპექტების კუთხით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. აზერბაიჯანი რუსეთს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად, მეზობელ ქვეყანად მიიჩნევს, რომლის მშვიდობისმყოფელებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაძაბულობის შემცირებას უწყობენ ხელს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს ქვეყნის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილეზე ესტუმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system