თავში

ინდოეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ განგში COVID-19-ით გარდაცვლილთა ცხედრებს ყრიან

ინდოეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ განგში COVID-19-ით გარდაცვლ
ინდოეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ განგში COVID-19-ით გარდაცვლილთა ცხედრებს ყრიან

ინდოეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მდინარე განგში კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრები გადაყარეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

"ადმინისტრაციას აქვს ინფორმაცია, რომ COVID-19-ით და სხვა დაავადებებით გარდაცვლილთა ცხედრებს მდინარეებში ყრიან და წესისამებრ არ კრძალავენ. შედეგად, მდინარეებმა  ბევრგან გვამები გამორიყა", - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

ხელისუფლება განმარტავს, რომ ადგილობრივები ამ მეთოდს კრემაციის თანხების არარსებობის გამო მიმართავენ.

მთავრობამ პირობა დადო, რომ ღარიბ ოჯახებს ცხედრების კრემაციის ან დაკრძალვისათვის 5000 რუპიას (დაახლოებით 68 აშშ დოლარი) გადასცემს.

შეგახსენებთ, ინდოეთის უტარ პრადეშის და ბიჰარის შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მდინარე განგიდან 96 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system