თავში

ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა

​ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა
ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 414 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 21,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა, ვირუსის შედეგად 24 საათში 3 915 ადამიანი დაიღუპა და საერთო რაოდენობამ 234 083 მიაღწია. შემთხვევების დრამატულად მატება ინდოეთში თებერვლიდან დაიწყო. ამის მიზეზი ვირუსის ახალი მუტაცია გახდა.

ამასთან, სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system