თავში

ინდოეთში "შავი ობით" 7 250 ადამიანია დაავადებული

ინდოეთში "შავი ობით" 7 250 ადამიანია დაავადებული
ინდოეთში შავი ობით 7 250 ადამიანია დაავადებული

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მუკორმიკოზით, იგივე "შავი ობით" დაახლოებით 200-მდე ადამიანია ინფიცირებული.  ამის შესახებ განცხადებას ნიუ-დელის მიტროპოლიტის რაიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთში მუკორმიკოზის, სულ მცირე, 7 250 შემთხვევა ფიქსირდება.

ექსპერტები სოკოვან დაავადებას, მუკორმიკოზს კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ.

გამოცემა Times of India-ს ცნობით, მიმდინარე წლის აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, ინდოეთში, დასავლეთ მაჰარაშტრას შტატში, სულ მცირე 16 კოვიდპაციენტი სოკოვანი დაავადების, მუკორმიკოზის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. 

მუკორმიკოზი ყველაზე ხშირად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან და მათში, ვინც სტეროიდების დიდ დოზებს იღებს. დაბალი იმუნიტეტის გამო, ჰაერში არსებულმა სოკოებმა, შესაძლოა, დააინფიციროს სინუსები, მოხვდეს თვალებში და ტვინშიც კი, რამაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა განაცხადა, რომ ინდოეთმა "შავი ობის" ეპიდემია ქვეყნის 29 შტატში უნდა გამოაცხადოს.

მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system