თავში

ინდოეთში უცნობ ვირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში უცნობ ვირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში უცნობ ვირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ შტატში, უტარ-პრადეშში, უცნობი ვირუსული ცხელებით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 12 ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of India წერს.

დაავადების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რეგიონში 68 ადამიანს მიაღწია, მათგან 40 ბავშვია.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გარდაცვლილთა სავარაუდო რიცხვია. ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი მონაცემებში არ ატარებს იმ პირებს, რომლებიც კერძო საავადმყოფოებში და სახლში დაიღუპნენ. 

უტარ-პრადეშის დასავლეთი რეგიონები ვირუსული ცხელების კერად იქცა. ყველაზე მეტი ავადმყოფობის შემთხვევა აგრაში, მათურასა და ფიროზაბადში დაფიქსირდა.

ვირუსული ცხელების გაჩენისა და გავრცელების მთავარ მიზეზად ინდოელი ექიმები სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების ნაკლებობას, ასევე დაავადების მატარებელი კოღოების მომრავლებას ასახელებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system