თავში

ინდოეთში ვაქცინაციის პოპულარიზაციას ალკოჰოლით ცდილობენ

​ინდოეთში ვაქცინაციის პოპულარიზაციას ალკოჰოლით ცდილობენ
ინდოეთში ვაქცინაციის პოპულარიზაციას ალკოჰოლით ცდილობენ

ინდოეთში ვაქცინაციის ეროვნული კამპანიის სტიმულირება ალკოჰოლის გაყიდვით გადაწყვიტეს. ამის შესახებ სააგენტო ANI იტყობინება.

უტარ-პრადეშის შტატის ერთ-ერთ სოფელში მაღაზიის გამყიდველმა გადაწყვიტა, ალკოჰოლი მხოლოდ მათ მიჰყიდოს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. სასმელის შესაძენად მყიდველმა კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარმოადგინოს.

ამასთან, საგადასახადო სამსახურში განაცხადეს, რომ შესაბამისი დადგენილება ქვეყნის მთავრობას არ გაუცია, თუმცა სოფლის ხელმძღვანელობას თავად შეეძლო ეთხოვა მაღაზიების მფლობელებისთვის, ასეთი აქცია ჩაეტარებინათ.

ამაჟამად ინდოეთში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 164 მლნ ადამიანმა გაიკეთა, პრეპარატის ორივე დოზით კი 42 მლნ ადამიანია ვაქცინირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system