თავში

ინდური შტამი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

​ინდური შტამი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა
ინდური შტამი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსის "ინდური შტამი" მსოფლიოს 92 ქვეყანაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას СNBC ავრცელებს.

"ვარიანტი "დელტა" 92 ქვეყანაში დარეგისტრირდა. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის უფრო გადამდებია და მთელს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება”, - განაცხადა ვან კერკხოვემ.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები დაცვის სოციალურ ზომებს უგულებელყოფენ.

"ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ამ ვარიანტით ინფიცირება ჰოსპიტალიზაციის რისკს ზრდის", - დასძინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა განყოფილების ხელმძღვანელმა.

სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ამ შტამზე კონტროლის დამყარებისთვის მეტი დრო, ასევე ვაქცინაციის კარგი ტემპია საჭირო.

”ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინები ხელს უწყობს მძიმე დაავადებების და სიკვდილიანობის თავიდან აცილებას”, - აღნიშნა ექსპერტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system