თავში

ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება - ბაირამოვი

ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება - ბაირამოვი
ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება - ბაირამოვი

ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანისა და ირანის ურთიერთობებში არსებულ გარკვეულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ორივე მხარემ გამოთქვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განუცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი თქმით ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის, მათ შორის სხვა მეზობელ ქვეყნებთანაც, შესაძლოა, იყოს უთანხმოება.

"აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ უთანხმოების შემთხვევაში აუცილებელია, გამოსავალი კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში განხილვით ვიპოვოთ. ბოლო კვირებში გვქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს ირანელ კოლეგასთან. გვქონდა ოფიციალური და არაოფიციალური კონსულტაციები დიპლომატიური გზით. პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა და გადაიდგმება. დარწმუნებული ვარ, რომ ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები, როგორც ყოველთვის, პოზიტიურად განვითარდება", - აღნიშნა მინისტრმა.

ბაირამოვის თქმით, ირანსა და აზერბაიჯანს ხალხებისა და სახელმწიფოების საკეთილდღეოდ პროექტების განხორციელება შეუძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system