თავში

ირანი აშშ-ის ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს

ირანი აშშ-ის ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს
ირანი აშშ-ის ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს მანამ, სანამ ვაშინგტონი სანქციების მეშვეობით ირანზე ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ირანი მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ამერიკის მხრიდან ზეწოლას და მოლაპარაკების სუსტი მხარის პოზიციიდან წარმართვას. ამერიკის „მაქსიმალური ზეწოლა“ ირანის მიმართ მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა როუჰანმა მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 2018 წლიდან ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობამ იმატა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატები ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებისგან გაათავისუფლა. შედეგად, აშშ-მ კვლავ აღადგინა ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები.

ჰასან როუჰანმა ასევე აღნიშნა, რომ შუა აღმოსავლეთის რეგიონში და სპარსეთის ყურეში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ირანის დახმარების გარეშე შეუძლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system