თავში

ირანი მზადაა, აზერბაიჯანთან ერთად სამრეწველო ქალაქი ააშენოს

ირანი მზადაა, აზერბაიჯანთან ერთად სამრეწველო ქალაქი ააშენოს
ირანი მზადაა, აზერბაიჯანთან ერთად სამრეწველო ქალაქი ააშენოს

ირანი მზადაა, ქვეყნის არდებილის პროვინციაში აზერბაიჯანთან ერთად სამრეწველო ქალაქი ააშენოს. ამის შესახებ სააგენტო APA-ის ინფორმაციით ირანის მრეწველობის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ალირზა რაზმ ჰუსეინიმ განაცხადა.

მინისტრი ამ პროვინციის ერთ-ერთ რაიონში სამრეწველო ობიექტებს ათვალიერებდა.

მისი თქმით, სამრეწველო ქალაქის შექმნა ორ ქვეყანას შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელია. საუბარია სამრეწველო პარკისა და სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობაზე.

"როგორც კი შესაბამისი შეთანხმება მიღწეული იქნება, ერთობლივი დაფინანსების განხორციელება დაიწყება. ადრებილის პროვინციაში, გაერთიანებულ სამრეწველო ქალაქში ორი ქვეყნის ერთობლივი ქარხნების აშენებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს", - განაცხადა ჰუსეინიმ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი აზერბაიჯანთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოვებას გეგმავს. ეს ეკონომიკის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებს ეხება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system