თავში

ირანი საკუთარ ტერიტორიაზე "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას უარყოფს

ირანი საკუთარ ტერიტორიაზე "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას უარ
ირანი საკუთარ ტერიტორიაზე ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ NYT-ის სტატიის გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში ტერორისტული ჯგუფის წევრების ყოფნის ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საიდ ჰატიბზადემ განაცხადა. 

ჰატიბზადემ ასევე აღნიშნა, რომ "ალ-ქაიდა" რეგიონში აშშ-ის მცდარი ამერიკული პოლიტიკის შედეგად შეიქმნა და ამგვარი განცხადებებით შეერთებული შტატები და ისრაელი, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

ცნობისთვის, New York Times-ის მიერ  გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ისრაელის სპეცსამსახურებმა, სამი თვის წინ, ირანში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, აბდულა აჰმედ აბდულა მოკლეს, რომელიც კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებთან მომხდარი ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system