თავში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვია

​ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია. ამ წუთებში მოჰამად ჯავად ზარიფისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არა აივაზიანის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, შემდეგ კი რუსეთში იმყოფებოდა.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system