თავში

ირანში კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

ირანში კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს. ამის შესახებ The New York Times წერს.

"სამწუხაროდ, ორი ადამიანი, სოლიდური ასაკის გათვალისწინებით, გარდაიცვალა", - განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

16:42 

ირანის ხელისუფლება ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 2 შემთხვევის გამოვლენას ადასტურებს.

მანამდე ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კორონავირუსით სავარაუდო დაინფიცირების შესახებ. 

დღეს ექიმების ვარაუდი ოფიციალურად დადასტურდა. დაავადებულები იზოლირებულად გადიან მკურნალობას.

ჩინეთის 31 პროვინციის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი გამოუვლინდა 74 185 პაციენტს, მათგან 11977 მძიმე მდგომარეობაშია. გარდაიცვალა 2004 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს 14300 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system