თავში

ირლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ირლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ირლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დღეს ირლანდიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც მოსახელობა პარლამენტის ქვედა პალატის სენატორებს ირჩევს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ირლანდიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარადკარი არჩევნების გზით კვლავ ეცდება, რომ მისმა პარტიამ - Fine Gael-მა პარლამენტში მმართველი პოზიციები შეინარჩუნოს.

არჩევნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დასრულდება.

ხმების დათვლის პროცედურა კვირას, 39-ე საარჩევნო ოლქში დაიწყება და საბოლოო შედეგები ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

ქალაქ გალავეის, მაიოსა და დონეგალის სანაპიროებზე მდებარე კუნძულებზე არჩევნები უფრო ადრე იმართება, ვინაიდან საარჩევნო ყუთების ტრანსპორტირება დროულად მოხდეს. შესაბამისად, აღნიშნული კუნძულების მაცხოვრებლებმა საკუთარი პოზიცია პარასკევს გამართულ არჩევნებში დააფიქსირეს.

ირლანდიის 33-ე მოწვევის ახლადარჩეული პარლამენტი მუშაობას 20 თებერვლიდან დაიწყებს.

ირლანდიის პარლამენტის შემადგენლობაში შედის პრეზიდენტი, ქვედა პალატა და ზედა პალატა. ქვედა პალატა - დოილ ერენი 166 სენატორისგან შედგება, რომლებიც 5 წელიწადში ერთხელ პროპორციული არჩევნების წესით აირჩევიან.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირლანდიის რესპუბლიკაში საყოველთაო არჩევნები შაბათ დღეს ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system