თავში

იშვიათი ბრიტანული მონეტა მილიონ ფუნტად გაიყიდა

იშვიათი ბრიტანული მონეტა მილიონ ფუნტად გაიყიდა
იშვიათი ბრიტანული მონეტა მილიონ ფუნტად გაიყიდა

მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი მონეტა, რომელზეც ბრიტანეთის მეფე ედვარდ VIII არის გამოსახული, რეკორდულ ფასად, ერთ მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. მონეტა დედოფალ ელიზაბეტის ბიძის გამოსახულებით მანამდე არის დამზადებული, ვიდრე ედვარდ VIII მეფის ტიტულზე უარს განაცხადებდა. 

შემსყიდველი კერძო კოლექციონერია, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს. 22 კარატის სინჯის ოქროს მონეტა საჯაროდ გამოცემული არასდროს ყოფილა. სპეციალისტების თქმით, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთია კოლექციონერებს შორის. 

ედვარდ VIII-მ მეფობაზე უარი 1936 წელს განაცხადა და განქორწინებულ ამერიკელ ქალზე, უოლის სიმპსონზე იქორწინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system