თავში

იშვიათი სინდრომი ბავშვებში, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-ს უკავშირდებოდეს

იშვიათი სინდრომი ბავშვებში, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-ს უკავშირდებოდ
იშვიათი სინდრომი ბავშვებში, რომელიც, შესაძლოა, COVID-19-ს უკავშირდებოდეს

გერმანიაში ორ ბავშვს იშვიათი ანთებითი სინდრომი დაუფიქსირდა, რომელიც, შესაძლოა, ახალი ტიპის კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა, რაინხარდ ბერნერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებს ტოქსიკური შოკის სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდათ, ასევე სინდრომ კავასაკის (კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ზომის არტერიებს) მსუბუქი ფორმა, რომლის დროს სისხლის ანალიზის მაჩვენებელის შედარება არასრულწლოვნებში მწვავე კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებთანაა შესაძლებელი.

ახალგაზრდა პაციენტებს სისხლძარღვების ანთება, გამონაყარი და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა კავშირი ახალ სინდრომსა და COVID-19-ს შორის.

29 აპრილს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბავშვებში იშვიათი ანთებითი სინდრომი შეინიშნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს COVID-19-თან.

მანამდე ბრიტანეთი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში იმატა შემთხვევებმა, როდესაც რეანიმაციებში ხვდებიან ბავშვები, რომლებსაც მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა აღენიშნება, რაც მუცლის ტკივილს და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. მათი აზრით, შესაძლოა, ეს COVID-19-ს უკავშირდებოდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system