თავში

ისრაელის ქნესეთი თავის თავს დაითხოვს

​ისრაელის ქნესეთი თავის თავს დაითხოვს
ისრაელის ქნესეთი თავის თავს დაითხოვს

ისრაელის 22 მოწვევის ქნესეთმა საკუთარი თავის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 2 მარტს გაიმართება.

გადაწყვეტილება ახალი მთავრობის მანდატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე იყო მიღებული. 

ისრაელის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა ქნესეთს მთავრობის ფორმირებისთვის 21 დღე 21 ნოემბერს მისცა, რადგან ერთი დღით ადრე, 20 ნოემბერს ისრაელის მოქმედი პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პარტია „კახოლ-ლავანის“ ლიდერი, ბენი განცი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system