თავში

ნეთანიაჰუ და განცი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ

​ნეთანიაჰუ და განცი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ
ნეთანიაჰუ და განცი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ

ისრაელის მოქმედი პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პარტია „კახოლ-ლავანის“ ლიდერი, ბენი განცი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნეთანიაჰუ "ტვიტერზე" წერს.

"ჩემდა სამწუხაროდ, გუშინ ჩვენი საუბრის დროს ბენი განცმა უარი განაცხადა პირობებზე, რომელიც ავიგდორ ლიბერმანმა დაასახელა - პრეზიდენტის პროექტის მიღებაზე, რომლიც მიხედვით, მე, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი პირველს უნდა დამეკავებინა", - წერს ნეთანიაჰუ.

25 სექტემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა სამთავრობო კოალიციის ფორმირება მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო და მანდატი პრეზიდენტს დაუბრუნა.

23 ოქტომბერს ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირების მანდატი პარტია „კახოლ-ლავანის“ ლიდერს, ბენი განცს გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system