თავში

ისრაელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

​ისრაელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ისრაელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელში კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას Israel National News ავრცელებს.

ინფიცირებული ქალია, რომელიც ისრაელში საკრუიზო ლაინერ "Diamond Princess-დან" კიდევ 10 თანამოქალაქესთან ერთად დაბრუნდა. დანარჩენებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ქალი ამჟამად სამედიცინო ცენტრში, იზოლაციაში იმყოფება. ლაინერის დანარჩენი მგზავრები კარანტინში რჩებიან.

ამჟამად იაპონიის საავადმყოფოებში მკურნალობას ისრაელის 4 მოქალაქე გადის, რომლებიც ასევე "Diamond Princess-ის" მგზავრები იყვნენ.

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 75400-ს მიაღწია, გარდაიცვალა 2236 ადამიანი. ამათგან გარდაცვალების 118 და დაინფიცირების 1600 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა. საავადმყოფოდან გაწერეს 2109 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system