თავში

ისრაელში სპილოები სპლიყვს გადაეფარნენ, რათა სარაკეტო შეტევისგან გადაერჩინათ - VIDEO

ისრაელში სპილოები სპლიყვს გადაეფარნენ, რათა სარაკეტო შეტევისგან
ისრაელში სპილოები სპლიყვს გადაეფარნენ, რათა სარაკეტო შეტევისგან გადაერჩინათ - VIDEO
© EPA

ისრაელში ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაიღეს ვიდეო, რომელზეც სპილოები განგაშის სისტემების ხმებზე რეაგირებენ და ცდილობენ, სპლიყვები სარაკეტო იერიშებისგან დაიცვან. ამის შესახებ Newsweek წერს.

ვიდეოში 5 სპილო 14 თვის სპლიყვის გარშემო იკრიბება, როდესაც განგაშის სიგნალს გაიგებს.

ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, სპილოების ეს ქცევა ბუნებაში ცხოველებისათვის ”ძალიან ნორმალურია”, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათ ან მათ ნაშიერებს საფრთხე ემუქრებათ. ზოოპარკში ცხოველებმა განგაშის სისტემების ხმების ამოცნობა ისწავლეს.

”როდესაც ისინი საფრთხეს გრძნობენ, ცენტრში ნაშიერებს აყენებენ, ალყას არტყამენ და ერთგვარი დამცავი ფარის როლს ასრულებენ”, - განაცხადეს ზოოპარკში.

ვიდეო: The Pada Pada.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system