თავში

იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

​იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს
იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საფრანგეთის სამხრეთით, ესპანეთსა და იტალიის კუნძულ სარდინიაში მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია. ამის შესახებ DW იუწყება.

კუნძულ სარდინიის დასავლეთ ნაწილში ხანძარმა რამდენიმე ათასი ჰექტარი მოიცვა, ზოგი სახლი დაზიანდა.

იტალიაში ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩართეს. ხელისუფლებამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ხანძრების ჩაქრობაში დახმარება სთხოვა.

სამხრეთ საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ათასობით სახანძრო ჯგუფი მონაწილეობს. სამუშაოებში ავიაციაც არის ჩართული.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში ხანძარმა 1100 ჰექტარი ტყე და სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დააზიანა. ხანძრის ჩაქრობაში ესპანური არმია მონაწილეობს. საშიში ტერიტორიებიდან 80-მდე ადამიანია ევაკუირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system