თავში

იტალიაში სპეცსამსახურის უფროსად პირველად დაინიშნა ქალი

​იტალიაში სპეცსამსახურის უფროსად პირველად დაინიშნა ქალი
იტალიაში სპეცსამსახურის უფროსად პირველად დაინიშნა ქალი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად ელიზაბეტა ბელონი დანიშნა. ამრიგად ქალი პირველად უხელმძღვანელებს იტალიურ ორგანოს, რომლის ამოცანა სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის ზედამხედველობაა. ამის შესახებ BBC წერს.

63 წლის ბელონის დანიშვნას იტალიელი პოლიტიკოსები, მათ შორის პარტია "ლიგას" ლიდერი, მატეო სალვინი მიესალმნენ.

ელიზაბეტა ბელონი სხვადასხვა წლებში დიპლომატიურ მისიებში მუშაობდა. ის პირველი ქალი იყო, რომელიც 2004-2008 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. ასევე იყო პირველი ქალი, რომელიც საგარეო უწყების გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system