თავში

იტალიაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100 000-სს გადააჭარბა 

იტალიაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100 000-სს გადააჭარბა 
იტალიაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100 000-სს გადააჭარბა 

იტალიის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 328 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 100 003-სს მიაღწია. იტალია მეექვსე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100 000-სს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 13 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტალია პირველი ქვეყანა იყო დასავლეთში, სადაც ზუსტად 1 წლის წინ, 10 მარტს კორონავირუსის გამო უმკაცრესი იზოლაცია გამოცხადდა.

"ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ერთ წლის შემდეგ ისევ დავდგებოდით ისეთი საგანგებო ვითარების წინაშე, რომ დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა საშინელ ზღვარს მიუახლოვდებოდა და 100 000-სს გადააჭარბებდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ. მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს მოთმინებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფისთვის და განაცხადა, რომ დაჩქარებული ვაქცინაციის პირობებში პანდემიის დამარცხება შესაძლებელია.

იტალიაში ამ დროისთვის 5, 5 მილიონ დოზა ვაქცინაა შეტანილი. პრემიერ-მინისტრი აცრების პროცესიის დაჩქარებას გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system