თავში

ჯანმო ევროპაში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანმო ევროპაში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას
ჯანმო ევროპაში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბელგრადის სამუშაო ოფისის ცნობით, ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებსა და მთელს ევროპაში COVID-19-ის შემთხვევების მატება საკარანტინე ზომების შეუსრულებლობასთან არის დაკავშირებული.

ჯანმო-ს განცხადების თანახმად, რიგ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გაუარესება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რეგიონები არ ასრულებენ ეპიდემიისაგან დამცავ ზომებს და უგულებელყოფენ დისტანცირების ზომებს. 

ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სლოვენიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის, მონტენეგროს და კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტთა რაოდენობის ზრდას უჩივიან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საკარანტინე ზომები შეამსუბუქა და საზღვრები ნაწილობრივ გახსნა.

ევროპის ბევრ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის დღიური შემთხვევების ზრდა უკვე აღინიშნება. სამედიცინო წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ეპიდემიის მეორე ტალღის დასაწყისია.

ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system