თავში

ჯანმო მსოფლიოს AstraZeneca-ს გამოყენებისკენ მოუწოდებს

ჯანმო მსოფლიოს AstraZeneca-ს გამოყენებისკენ მოუწოდებს
ჯანმო მსოფლიოს AstraZeneca-ს გამოყენებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19 მომაკვდინებელი დაავადებაა და Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას მისი პრევენცია შეუძლია. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორონავირუსს  დამოუკიდებლადაც შეუძლია გამოიწვიოს კოლტები და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა. 

"ქვეყნებს მოვუწოდებთ, განაგრძონ COVID-19-ის უმნიშვნელოვანესი ვაქცინის გამოყენება“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არ დასტურდება. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს. 

18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system