თავში

ჯანმო-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამჟამინდელი პანდემია უკანასკნელი არ იქნება

ჯანმო-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამჟამინდელი პანდემია უკანასკნელი ა
ჯანმო-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამჟამინდელი პანდემია უკანასკნელი არ იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, 2020 წლის პანდემია უკანასკნელი არ იქნება, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სისტემები უნდა გააძლიეროს. 

”ისტორია გვიჩვენებს, რომ ამჟამინდელი პანდემია უკანასკნელი არ იქნება და რომ ეპიდემიები რეალობაა”, - აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი ეპიდემიისთვის მზადების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვიდეო-მიმართვაში.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულმა შედეგებმა, ჯანდაცვის სისტემის გარდა, წარუშლელი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზეც.

”ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთი წლის წინ, COVID-19 ჩვენთვის სრულიად უცნობი იყო. ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩვენი სამყარო თავდაყირა დადგა", - დასძინა გებრეისუსმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი აღნიშნავს, რომ ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან წლების განმავლობაში მრავალი გაფრთხილება გაიცემოდა,  სადაც ნათქვამი იყო, რომ მსოფლიო პანდემიისთვის მზად არ არის. ჯანმო-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მსოფლიომ გაკვეთილი უნდა ისწავლოს და ჯანდაცვის სფეროს განვითარებისკენ გაცილებით მეტი ინვეტიციები მიმართოს. 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 7 დეკემბერს მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, წელს ეპიდემიისთვის მზადების საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system