თავში

ჯანმო-ს სექსიზმში ადანაშაულებენ

ჯანმო-ს სექსიზმში ადანაშაულებენ
ჯანმო-ს სექსიზმში ადანაშაულებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სექსიზმში ადანაშაულებენ მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ ალკოჰოლის წინააღმდეგ მიმართული გლობალური პროექტი წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph  წერს.

დიდი ბრიტანეთის ალკოჰოლის მარეგულირებელმა ჯფუფმა Portman Group-მა ჯანმო-ს მოუწოდა საკუთარ კომპეტენციას არ გადააჭარბოს. მარეგულირებლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "ბევრად სცილდება თავის უფლებამოსილებას".

”უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, ქალებს ალკოჰოლის მიღება აუკრძალონ. გარდა იმისა, რომ ეს არის სექსისტური და პატერნალისტური განცხადება, იგი  პოტენციურად ზღუდავს ქალთა თავისუფლებას ", - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შვილოსნობის ასაკის ქალებისათვის ალკოჰოლის აკრძალვის რეკომენდაცია გასცა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნებმა ალკოჰოლური სასმელების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შესახებ ცნობადობა უნდა აამაღლონ და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების, ფეხმძიმეებისა და შვილოსნობის ასაკის ქალების დაცვას უნდა დაუთმონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system