თავში

ჯანმომ ვუჰანელი სპეციალისტებისგან COVID-19-ზე ახალი ინფორმაცია მიიღო

​ჯანმომ ვუჰანელი
ჯანმომ ვუჰანელი სპეციალისტებისგან COVID-19-ზე ახალი ინფორმაცია მიიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფმა, კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით, ჩინეთში ვუჰანელ სპეციალისტებთან დეტალური გამოკითხვა ჩაატარა. ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სფეროში მომუშავე ორმა სპეციალისტმა ეპიდემიოლოგიური კვლევის, ბიოლოგიური და გენეტიკური ანალიზისა და ცხოველებზე დაკვირვების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ვირუსი ადამიანზე ღამურიდან სხვა ცოცხალი არსების გავლით გადავიდა.

სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ჩინეთში სამკვირიანი ვიზიტით იმყოფება, უნდა დაადგინოს, კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანზე როგორ გადავიდა.

საგამოძიებო ჯგუფის კვლევის შედეგებს მოუთმენლად ელის როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე აშშ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადეს, რომ გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსი იყოს, რომლმაც ლაბორატორიიდან გაჟონა.

ამერიკელი მეცნიერები ამ ვარაუდს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კორონავირუსი ბუნებრივად გაჩენილი ვირუსია.

ჯანმო ჯერჯერობით არ აკონკრეტებს იქნება თუ არა სპეციალისტთა უფრო გაფართოებული ჯგუფი და როდის და რა შემადგენლობით გაიგზავნება ის ჩინეთში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ყველა დეტალს პეკინთან ათანხმებს.

აშშ-მა და მსოფლიო თანამეგობრობამ, კორონავირუსის წარმოშობასთან და პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთი ინფორმაციის დამალვასა და გაყალბებაში დაადანაშაულა და საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა. ჯანდაცვის საერთშორისო ორგანიზაციამ სპეციალისტების ორკაციანი ჯგუფი ვუჰანში ივლისის შუა რიცხვებში გააგზავნა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system