თავში

JBS-მ ჰაკერებს 11 მილიონი დოლარი გადაუხადა

​JBS-მ ჰაკერებს 11 მილიონი დოლარი გადაუხადა
JBS-მ ჰაკერებს 11 მილიონი დოლარი გადაუხადა

ხორცის გადამამუშავებელმა გიგანტმა JBS გამომძალველ ჰაკერებს 11 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

გამოსასყიდი ბიტკოინების სახით JBS-ის ხორცის ქარხნების სამომავლო შეფერხებების თავიდან ასაცილებლად გადაიხადეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვერ დაუშვებდნენ რესტორნების, სურსათის მაღაზიებისა და ფერმერების დაზარალება, რომლებიც მომწოდებლის იმედზე არიან.

"ძალიან მტკივნეული იყო ბოროტმოქმედებისთვის გადახდა, თუმცა ჩვენი კლიენტების ინტერესებისთვის სწორად მოვიქეცით", - განაცხადა JBS-ის აშშ-ის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე ნოგერმა.

მსოფლიოში უმსხვილესი ხორცის მწარმოებლის ამერიკულმა განყოფილებამ JBS USA კიბერთავდასხმის გამო მუშაობა 1 ივნისს შეაჩერა. JBS წინააღმდეგ კიბერშეტვასთან თეთრმა სახლმა რუსეთი დააკავშირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system