თავში

ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

​ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"დიახ, აპირებს. ეს მისი განზრახვაა", განაცხადა მან.

Reuters აღნიშნავს, რომ 79 წლის ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში შემცირდა, რის გამოც "დემოკრატიული" პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მან კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობაზე უარი თქვას.

ამასთან, დემოკრატული პარტიის წევრები შეშფოთებულები არიან, მიმდინარე თვის დასაწყისში ვირჯინიის შტატში არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებისა და ნიუ ჯერსიში დემოკრატების მცირე უპირატესობის გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system