თავში

ჯო ბაიდენი აცხადებს რომ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად მზად არის

ჯო ბაიდენი აცხადებს რომ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად მზად არის
ჯო ბაიდენი აცხადებს რომ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად მზად არის

აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტის წარდგენის გამო შეშფოთება გამოთქვა. ბაიდენის განცხადებით, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, ბირთვული იარაღის საკითხის ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება.

ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომა ჩრდილოეთ კორეის მიმართ. 

”როდესაც საქმე ეხება მოლაპარაკებებს ისეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ბირთვული საკითხი, არ შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ორი ლიდერმა მას ერთ ან ორ საათში განიხილავს. უნდა არსებობდეს ქაღალდზე გადმოტანილი დოკუმენტები, რომლებიც გარანტია იქნება და რომელსაც მხარეები შეისწავლიან და ხელს მოაწერენ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

ცნობისთვის, გუშინ ჩრდილოეთ კორეაში, „კორეის შრომის პარტიის“ შექმნის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, ახალი საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტა წარადგინეს, რომლის სავარაუდო დიაპაზონი 12 874 კმ-ს შეადგენს და რომლის მიღწევაც აშშ-ის ნებისმიერ წერტილამდე შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system