თავში

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - ონლაინ რეპორტაჟი

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - ონლაინ რეპორტაჟი
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - ონლაინ რეპორტაჟი

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დასრულდა.

-21:06-

კამალა ჰარისი პირველ "ტვიტს წერს".

"მზად ვარ ვემსახურო", - წერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მიკრობლოგ "ტვიტერში", რომლის ანგარიში მას ცოტა ხნის წინ გადაეცა.

-21:06-

"ტვიტერმა" აშშ-ს პრეზიდენტის "ტვიტერი"(POTUS) ჯო ბაიდენს გადასცა. ანგარიშმა, რომელსაც ტრამპი იყენებდა, POTUS45-ზე გადაინაცვლა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ანგარიში კამალა ჰარისს გადაეცა.

-20:50-

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საინაუგურაციო სიტყვით გამოდის.

-20:48-

აშშ-ის არჩეული, 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიცს დებს. 


-20:45-

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მომღერალი ჯენიფერ ლოპესი გამოდის. ის ასრულებს სიმღერას "This Land is Your Land".

-20:42-

აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დებს.

-20:36-

ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის ჰიმნი აჟღერდა. მას ლეგი გაგა ასრულებს. 

-20:25-

აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცის დასადებად ემზადება.

-20:21-

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ,  ჯილმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ადგილები დაიკავეს.

-20:13-

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მივიდა.

ქვეყნის მოქმედი, 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ ესწრება. ის ამ წუთებში ფლორიდაში იმყოფება.

-20:08-

ჯილ ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ინაუგურაციისთვის ამერიკელი დიზაინერების კოსტიუმები აირჩიეს.

-19:52-

აშშ-ის სენატორები ინაუგურაციის მოლოდინში თავიანთ ადგილებს იკავებენ.

ორკესტრი მუსიკას უკრავს, სანამ კანონმდებლები და VIP-პერსონები ადგილს იკავებენ.

კაპიტოლიუმში სტუმრები იკრიბებიან. ადგილზე ბილ და ჰილარი კლინტონები მივიდნენ. მალევე კაპიტოლიუმში ჯორჯ ბუში-უმცროსი და მისი მეუღლე ლორა გამოცხადდნენ.

ამ წუთებში კაპიტოლიუმში ბარაკ და მიშელ ომაბაც მივიდნენ.

-19:45- 

აშშ-ის უზენაესი სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში, რომელიც კაპიტოლიუმის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილზე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებია მობილიზებული.

კაპიტოლიუმში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ადგილზე უკვე იმყოფება არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 

-19:36-

კაპიტოლიუმში არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე მივიდნენ. მათ ჯო და ჯილ ბაიდენები დახვდნენ.

-19:30-

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

თბილისის დროით 20:30 საათზე უზენაესი ფიცს ჯერ კამალა ჰარისი დადებს, თბილისის დროით 21:00 საათზე კი - ჯო ბაიდენი, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.

ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ინაუგურაციის ცერემონია წლევანდელი შეზღუდული ფორმატით გაიმართემა. მას მხოლოდ 1000 სტუმარი დაესწრება, რომელთა შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები არიან.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ის თეთრ სახლს 20 იანვარს, დილით დატოვებს. როგორც ცნობილია, ამავე დღეს დონალდ ტრამპი მერილენდში მდებარე სამხედრო ბაზაზე გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვას გეგმავს.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ქვეყნის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს

6 იანვარს მომხდარი არეულობის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და თავდაცვის დეპარტამენტი დედაქალაქში ეროვნული გვარდიის 25 000-მდე ჯარისკაცს განათავსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system