თავში

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავ
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ოთხი ყოფილი პოლიციელიდან  ერთ-ერთი ციხიდან 750 000 აშშ დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებული პოლიციელებიდან ის რიგით მეორეა, რომელმაც საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ყოფილმა პოლიციელმა ალექსანდრ კუენგმა ჰენეპინის საოლქო ციხე პარასკევს საღამოს დატოვა. 

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული თომას ლეინი1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროტესტებისა და არეულობების ტალღამ შეერთებული შტატები მას შემდეგ მოიცვა, რაც მინინეპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system