თავში

კანადა უკრაინის პოლიციის მხარდასაჭერად 2 მლნ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინის პოლიციის მხარდასაჭერად 2 მლნ დოლარს გამოყოფს
კანადა უკრაინის პოლიციის მხარდასაჭერად 2 მლნ დოლარს გამოყოფს

კანადის მთავრობა, უკრაინის პოლიციის რეფორმის მხარდასაჭერად, 2 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 1,3 მილიონი ევრო) გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება კანადის მთავრობამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ კიევში ვიზიტის დროს, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა "იმ საქმიანობაზე, რომელსაც კანადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რუსული აგრესიისაგან თავდასაცავად ასრულებს“.

უკრაინის გარდა, აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობის დროს, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა ასევე მოინახულა პოლონეთი და ლატვია, სადაც ამ ქვეყნებში მდებარე, NATO-ს საბრძოლო ჯგუფებში განლაგებულ კანადელ სამხედროებს შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system