თავში

კანადამ ნიკარაგუას 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

​კანადამ ნიკარაგუას 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
კანადამ ნიკარაგუას 11 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

კანადამ ნიკარაგუას 11 მოქალაქე სასანქციო სიაში შეიყვანა. მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ალბა რუს რამოს ვანეგასი და სხვა ოფიციალური პირები არიან. ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სანქციები სპეციალური ეკონომიკური ზომების რეგულაციების მიხედვით, ნიკარაგუაში ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხოდ წესდება.

ეს სანქციების მესამე პაკეტია, რომელიც კანადამ ნიკარაგუას წინააღმდეგ აამოქმედა. მანამდე სასანქციო სიაში მოხვდნენ რესპუბლიკის პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ქალიშვილი კამილა, მისი ცოლი როსარიო მურილიო და ვაჟი ლაურეანი, ასევე ქვეყნის გენერალური პროკურორი, ფინანსთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ნიკარაგუას მთავრობის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. გასულ კვირას თეთრმა სახლმა უარი თქვა ნიკარაგუაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პირობა დადო, რომ პრეზიდენტ დანიელ ორტეგაზე ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system