თავში

კანადაში მდინარემ იურიდიული პირის სტატუსი მიიღო

​კანადაში მდინარემ იურიდიული პირის სტატუსი მიიღო
კანადაში მდინარემ იურიდიული პირის სტატუსი მიიღო

კანადაში, კვებეკის პროვინციაში, მდინარე მეგპაიმ იურიდიული პირი სტატუსი მიიღო. ამ გზით ხელისუფლებას, ეკოლოგებსა და ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის, ინუს თემს წყლის ობიექტის ენერგეტიკული კომპანიისგან დაცვა სურს. ინფორმაციას CTV News ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პირველია. მისი მიღებისას ახალ ზელანდიაში ანალოგიური გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობდნენ. 2017 წელს მაორის ტომმა იურიდიული სტატუსის მინიჭება მდინარე ვანგანუისთვის ითხოვა.

ახლა კანადურ მდინარეს აქვს უფლებები. მაგალითად, კანონის თანახმად, მას შეუძლია, ჰყავდეს მეურვეები, რომლებიც მდინარის ნაპირებზე ცხოვრობენ და მის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

მეგპაიმ იურიდიული პირის სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც ჰიდროენერგეტიკულმა კომპანიამ Hydro-Quebec მდინარეზე ჯებირის აშენების სურვილი გამოთქვა.

ახლა კი იურიდიული პირის სტატუსი მდინარეს და მის გარემოს დაიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system