თავში

ხორცში პლასტმასი აღმოაჩინეს - პროდუქტი აშშ-ს ბაზრიდან გააქვთ

​ხორცში პლასტმასი აღმოაჩინეს - პროდუქტი აშშ-ს ბაზრიდან გააქვთ
ხორცში პლასტმასი აღმოაჩინეს - პროდუქტი აშშ-ს ბაზრიდან გააქვთ

15 739 ფუნტი (7 140 კგ) გაყინული საქონლის ხორცი გამოიწვიეს ბაზრიდან ამერიკაში. მიზეზად მასში პლასტმასის ნაწილების აღმოჩენა დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ირკვევა AdvancePierre-ს მიერ წარმოებული პროდუქტი საცალო ვაჭრობის ქსელში არ გაყიდულა. ის სკოლებაში "კომერციული ღონისძიებების" ფარგლებში შევიდა.

მაკონტროლებელი უწყების ცნობით, დაბინძურება დაბალი ხარისხისაა და მოხმარების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, ყველა ორგანიზაციას, სადაც აღნიშნული სურსათი შევიდა, გაეწია რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ გაანადგუროს პროდუქტი ან დაუბრუნოს მიმწოდებელს.

საგულისხმოა, რომ იგივე მწარმოებელს, მიმდინარე წლის აპრილში 9 ტონა ხორცის ბაზრიდან ამოღება დაევალა. მიზეზი მაშინაც პლასტმასის შემცველობა იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system