თავში

კიევის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

​კიევის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა
კიევის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

კიევში მდებარე დედათა მონასტერში COVID-19-ის აფეთქება დაფიქსირდა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ინფიცირებულია 26 მონაზონი. მონასტერში კარანტინი გამოცხადდა.

ამასთან, შაბათ-კვირას საავადმყოფოში 8 მონაზონი შეიყვანეს.

"ამჟამად მონასტერი დახურულია, იქ დეზინფექცია ტარდება", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 10 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 24 012 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსს 718 პაციენტი ემსხვერპლა. ამ დროისათვის, 9690 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system