თავში

კიმ ჩენ ინმა განათლების მინისტრი სიკვდილით დასაჯა - მედია

კიმ ჩენ ინმა განათლების მინისტრი სიკვდილით დასაჯა - მედია
კიმ ჩენ ინმა განათლების მინისტრი სიკვდილით დასაჯა - მედია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განათლების მინისტრი, სამუშაოს არაეფექტურად შესრულების გამო, სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror წერს.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის განათლების დეპარტამენტი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებდა, ხოლო თანამშრომლები მცირე რაოდენობით ვიდეო კონფერენციებს ატარებდნენ, რაზეც პასუხი სამინისტროს ხელმძღვანელმა აგო. 

საგამოძიებო დასკვნის თანახმად, განათლების მინისტრის აპარატმა ვერ შეძლო დისტანციური სწავლების კანონის სათანადოდ განხორციელება, რამაც ქვეყნის ”დისტანციური სწავლების პოლიტიკა” შეაფერხა.

თანამდებობის პირის სიკვდილით დასჯის შემდეგ დეპარტამენტში რეორგანიზაცია განხორციელდა და ახალი მინისტრი დაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system