თავში

კლიმატის გამო სახელმწიფო ადგილმდებარეობას იცვლის

​კლიმატის გამო სახელმწიფო ადგილმდებარეობას იცვლის
კლიმატის გამო სახელმწიფო ადგილმდებარეობას იცვლის

კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტუვალუს (ოკეანიაში) საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოფემ, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებას კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის (COP26) ფარგლებში მუხლებამდე წყალში მიმართა, განაცხადა, რომ დატბორვის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მოსახლეობა იძულებული იქნება, სხვა ადგილად გადავიდეს საცხოვრებლად.

ტუვალუს ხელისუფლება გლობალური დათბობის გამო ყველაზე უარეს სცენარს განიხილავს - კუნძულის ტერიტორია დაიტბორება და ცხოვრებისთვის შეუფერებელი გახდება. კოფეს თქმით, თუ ეს მოხდება, ტუვალუ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კლიმატური ცვლილებების გამო ადგილმდებარეობას შეიცვლის.

ამასთან, ტუვალუს დაახლოებით ხუთი ათასი მცხოვრები უკვე გადავიდა ახალ ზელანდიაში.

”ამ დროისთვის ეს სახელმწიფოს მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტია”, - აღნიშნა კოფემ.

ქვეყანამ მსგავსი სიტუაციისთვის მზადება უკვე დაიწყო - ხელისუფლება ცდილობს, საკითხი საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან გადაჭრას.

"ჩვენ ვცდილობთ მოვიფიქროთ გზა, რომლის თანახმად ქვეყნები აღიარებენ ტუვალუს, თუ ჩვენ ტერიტორიას დავკარგავთ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ტექნოლოგიებს, რომლითაც შეგვიძლია, შევქმნათ ციფრული ერი, რათა გავაგრძელოთ ერთად მოქმედება, მაშინაც კი, როცა სხვაგან ვიქნებით", - განაცხადა მინისტრმა.

ერთ-ერთი ზომის სახით ტუვალუ დიგიტალიზაციას ყველა პროცესის გეგმავს, რათა მოსახლეობამ სერვისების ონლაინ მიღება შეძლოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system