თავში

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში შეჩერებულია - პუტინი

​კონფლიქტი მთიან ყარაბაღში შეჩერებულია - პუტინი
კონფლიქტი მთიან ყარაბაღში შეჩერებულია - პუტინი

რუსეთის გადამწყვეტი წვლილით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი შეჩერებულია, - ამის შესახებ მოსკოვის უსაფრთხოების რიგით მე-9 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

”რუსი სამშვიდობოები საიმედოდ უზრუნველყოფენ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ბევრს აკეთებენ ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ტერიტორიის განაღმვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი არასდროს ივიწყებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების კუთხით და აპირებს, წვლილი შეიტანოს რეგიონული კონფლიქტების დეესკალაციაში, "მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში ჩვენს საერთო კონტინენტზე".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system