თავში

კორონავირუსის გამო ვენეციის კარნავალი გადაიდო

კორონავირუსის გამო ვენეციის კარნავალი გადაიდო
კორონავირუსის გამო ვენეციის კარნავალი გადაიდო

ვენეციაში, ახალი ტიპის COVID-19 კორონავირუსის გამო 23-25 თებერვალს ვენეციის კარნავალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AP ვენეტოს რეგიონის მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვენეტოს რეგიონის მმართველის, ლუკა ზაინის განცხადებით, ტერიტორიაზე, სადაც კარნავალი ტარდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის ორი მოხუცებლია, რომლებიც ამ დროისათვის ჰოსპიტალში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში 10 ქალაქი ჩაკეტესშეზღუდვები, ამ ეტაპზე, ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებ 50 000 მოქალაქეს შეეხო.

ეს ზომები იტალიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ადამიანის გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისათვის იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 62-მდეა გაზრდილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system