თავში

კორონავირუსის შესახებ თამაში სულ უფრო პოპულარული ხდება

კორონავირუსის შესახებ თამაში სულ უფრო პოპულარული ხდება
კორონავირუსის შესახებ თამაში სულ უფრო პოპულარული ხდება

მობილური თამაში, რომელიც ჩინეთის მთავრობამ შექმნა, სულ უფრო პოპულარული ხდება. Battle of Pathogens მესენჯერ WeChat-შია ხელმისაწვდომი. თამაში Fruit Ninja-ს ჰგავს, ოღონდ აქ მომხმარებლები, ხილის ნაცვლად, ვირუსებს ებრძვიან.

თამაშში ვირუსები მუტირებს და მრავლდება, რაც თითოეულ დონეს სულ უფრო რთულად აქცევს.

გადარჩენილი ვირუსები მოთამაშეს უტევს, რის შედეგად "მას სიცხე უწევს'. იმისთვის, რომ არ დაინფიცირდეს, მომხმარებელმა სამედიცინო ნიღბები და დეზინფექტორები უნდა გამოიყენოს.

თამაშის შექმნა ჩინეთის მთავრობამ დააფინანსა. მას ორი მიზანი აქვს. პირველი ახალი ტიპის კორონავირუსის პროფილაქტიკაა. თამაში მომხმარებელს ასწავლის, როგორ დაიცვან თავი საშიში დაავადებისგან. ყოველი დონის წარმატებით დასრულების შემდეგ მოთამაშე საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ეცნობა.

მეორე მიზანი სტრესტთან გამკლავებაა, რომელსაც კარანტინში მყოფი ადამიანები განიცდიან. 

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 75400-ს მიაღწია, გარდაიცვალა 2236 ადამიანი. ამათგან გარდაცვალების 118 და დაინფიცირების 1600 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა. საავადმყოფოდან გაწერეს 2109 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system