თავში

კორონავირუსით გარდაიცვალა 1770 ადამიანი, დაინფიცირებულია 70 548

​კორონავირუსით გარდაიცვალა 1770 ადამიანი, დაინფიცირებულია 70 548
კორონავირუსით გარდაიცვალა 1770 ადამიანი, დაინფიცირებულია 70 548

ჩინეთში იზრდება კორონავირუსით როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა 1770 და ვირუსი დაუდგინდა 70 548 მოქალაქეს. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის განიკურნა და კლინიკა დატოვა 10 844 ადამიანმა.

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰუბეის რეგიონში ფიქსირდება. დაავადებულთა რიცხვმა 58100-ს მიაღწია, გარდაიცვალა 1696 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 6639 პაციენტი.

სამხრეთ კორეამ დაადასტურა ახალი ტიპის ვირუსით, COVID-2019-ით დაინფიცირების 30-ე შემთხვევა. სულ ქვეყანაში ექიმების კონტროლქვეშაა 408 და გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.

იაპონიის საკრუიზო გემ Diamond Princess-დან, რომელიც 2 კვირაა იოკოჰამას პორტში კარანტინში დგას, აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავმა იაპონია უკვე დატოვა. Diamond Princess-ის ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული მოქალაქეები მკურნალობის კურსს იაპონიის საავადმყოფოებში გაივლიან.

საკრუიზო გემზე კარანტინი 19 თებერვალს სრულდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მას გააგრძელებენ.

საკრუიზო ლაინერი, რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კორონავირუსის გამო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება. კორონავირუსის დიაგნოზი ლაინერზე მყოფ კიდევ 70 ადამიანს დაუსვეს და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 355-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system