თავში

კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობით კრისტინა კოჩმა რეკორდი დაამყარა

​კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობით კრისტინა კოჩმა რეკორდი დაამყარა
კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობით კრისტინა კოჩმა რეკორდი დაამყარა

NASA-ს ასტრონავტმა კრისტინა კოჩმა კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობით რეკორდი დაამყარა. მისი მისია უკვე 289-ე დღეა რაც მიმდინარეობს. ასეთი დროით ჯერ არც ერთი ქალი გასულა დედამიწიდან. დღემდე რეკორდული მაჩვენებელი ასტრონავტ პეგი უიტსონს ეკუთვნოდა, რომელიც მიწაზე გაფრენიდან 288 დღის შემდეგ დაბრუნდა.

კრისტინა კოჩი ჯერ ისევ კოსმოსში რჩება. მას კიდევ რამდენიმე მისია აქვს შესასრულებელი. მისი დაბრუნება 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

მიუხედავად ასეთი მაჩვენებლისა, ქალებს შორის პეგი უიტსონი მაინც ითვლება რეკორდსმენ ასტრონავტად. მან კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა მისიების ჯამში კოსმოსში სულ 666 დღე გაატარა. ის დედამიწიდან ხუთჯერ გაფრინდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system