თავში

კოვიდვაქცინის მე-4 დოზა ანტისხეულებს ახუთმაგებს - ისრაელის პრემიერი

კოვიდვაქცინის მე-4 დოზა ანტისხეულებს ახუთმაგებს - ისრაელის პრემიერი
კოვიდვაქცინის მე-4 დოზა ანტისხეულებს ახუთმაგებს - ისრაელის პრემიერი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზა ანტისხეულების რიცხვს 5-ჯერ ზრდის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პრემიერმა ისრაელში ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგები გაახმოვანა.

"მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ მეოთხე დოზა უსაფრთხოა", - განაცხადა ბენეტმა შიბას სამედიცინო ცენტრში, რომელიც პერსონალის რევაქცინაციას ატარებს.

ისრაელის პრემიერის თქმით, ეს, დიდი ალბათობით, ინფექციებთან, ჰისპიტალიზაციასა და მძიმე სიმპტომებთან ბრძოლის მნიშვნელოვან გაძლიერებას ნიშნავს.

"მეორე ახალი ამბავი: ჩვენ ვიცით, რომ მეოთხე დოზის შეყვანიდან ერთი კვირის შემდეგ ვაქცინირებულ ადამიანში ანტისხეულების 5-ჯერ გაზრდის რაოდენობას ვხედავთ", - განაცხადა ბენეტმა.

ცნობისთვის, ისრაელში სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და ხანდაზმულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზით აცრა დაიწყო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system