თავში

ქრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდამსხმელს უვადო პატიმრობა მიესჯა

​ქრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდამსხმელს უვადო პატიმრობა მიესჯა
ქრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდამსხმელს უვადო პატიმრობა მიესჯა

ახალი ზელანდიის სასამართლომ ბრენტონ ტარანტი ქალაქ ქრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და შეწყალების უფლების გარეშე თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა,- ამის შესახებ BBC იუწყება.

ბრეტონ ტარანტმა 51 ადამიანის მკვლელობა, კიდევ 40 ადამიანის მკვლელობის მცდელობა და ტერორისტული აქტის განხორციელება აღიარა.

სასამართლოზე ბრენტონ ტარანტმა განაცხადა, რომ მას სამი მეჩეთის დაწვა სურდა, რათა თავდასხმას რაც შეიძლება ბევრი მსხვერპლი მოჰყოლოდა.

ავსტრალიელი მამაკაცი პირველი ადამიანია ახალი ზელანდიის ისტორიაში, რომელსაც უვადო პატიმრობა მიესაჯა.

თავდასხმა ქალაქ ქრაისტჩერჩის მეჩეთზე ახალ ზელანდიაში 15 მარტს მოხდა. 28 წლის ბრენტონ ტარანტმა სროლის შედეგად 51 ადამიანი მოკლა. ბოროტმოქმედი ამ დროს Facebook-ლაივში იყო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system