თავში

კრემლში გერასიმოვის განცხადებას გამოეხმაურნენ

​კრემლში გერასიმოვის განცხადებას გამოეხმაურნენ
კრემლში გერასიმოვის განცხადებას გამოეხმაურნენ

NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია რუსეთის საზღვრებისკენ შემაშფოთებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებას, NATO-ს მიერ ფართომასშტაბური კონფლიქტისთვის შესაძლო მზადების შესახებ, ერთადერთი სწორი მოსაზრება უწოდა.

„ამ შემთხვევაში, საუბარია პროფესიონალის მოსაზრებაზე, რომელიც ეყრდნობა ანალიზს, რომელსაც ჩვენი სამხედროებო NATO-ს მიერ ჩატარებული მანევრების პროცესში ატარებენ. მოცემულ შემთხვევაში, პროფესიონალების მოსაზრება შეიძლება იყოს ერთადერთი სწორი მოსაზრება“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system