თავში

ქვეყნების სია, რომლებთან ევროკავშირი საზღვრებს გახსნის

​ქვეყნების სია, რომლებთან ევროკავშირი საზღვრებს გახსნის
ქვეყნების სია, რომლებთან ევროკავშირი საზღვრებს გახსნის

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმ ქვეყნების სია შეათანხმეს, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის გარე საზღვრებს გაუხსნიან. ამის შესახებ "ევრონიუსი" ევროკავშირის საბჭოში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, სიამ, რომელშიც 15 ქვეყანა შედის, საკმარისი ხმები დააგროვა. ის ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება.

"ევრონიუსი" წერს, რომ საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში აშშ, რუსეთი და ბრაზილია არ მოხვდნენ.

ამასთან, სიაში მოხვდა ჩინეთი, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

"ევრონიუსის“ მიერ მოპოვებული სრული სია ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (ნაცვალგების დადასტურების შემთხვევაში).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system