თავში

ლატვიაში სკოლები და მაღაზიები იხურება და "კომენდანტის საათი" წესდება

​ლატვიაში სკოლები და მაღაზიები იხურება და "კომენდანტის საათი" წესდება
ლატვიაში სკოლები და მაღაზიები იხურება და კომენდანტის საათი წესდება

კორონავირუსით ინფიცირების შეთხვევების მატების გამო, 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლატვიაში "ლოქდაუნი" ამოქმედდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამ პერიოდში არ იმუშავებს სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები.

საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე "კომენდანტის საათი" იმოქმედებს.

თითქმის ყველა დაწესებულება, გარდა აუცილებელი საწარმოო, სამშენებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულებისა, მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადადის.

ლატვიის ჯანდაცვის სამსახურების ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 49 %-ით გაიზარდა. რიგის ორ უდიდეს საავადმყოფოში კოვიდპაციენტებისთვის დამატებითი საწოლები დადგეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ლატვიის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსაც დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system